• ენა
  • EN
  • RU
  • ქა
  • ციფრული მარკეტინგი

    საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)

    საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ეს არის თქვენი ვებგვერდის გაკრვეულ ნაწილებში ცვლილებების და მოდიფიკაციების შეტანის პროცესი, რომელსაც საბოლოოდ ისეთი სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი ბიზნესისათვის, როგორიცაა:

    • ორგანულ ძებნაში რეიტინგული პოზიციების დაკავება;
    • ვებგვერდის ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა;
    • ბრენდის მიმართ ნდობის გაზრდა და ა.შ.

    ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სწორად დაგეგმვა და განხორციელება, რაშიც სწორედ ჩვენ დაგემხარებით!

    Pay Per Click ანუ PPC

    Pay Per Click ონლაინ რეკლამის ერთ-ერთი ყველა გავრცელებული ხერხია, რომლის გამოყენების დროს თქვენ თანხას რეკლამაზე დაწკაპუნების (ანუ დაკლიკების) შემთხვევაში იხდით. Pay Per Click რეკლამის სხვადასხვა ვერსია არსებობს, რომელთაგანც თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. ერთ-ერთი პოპულარული Pay Per Click რეკლამის საძიებო სისტემებში განხორციელებაა, რაც საძიებო სისტემებს ოპტიმიზაციისაგან (SEO) იმით განსხვავდება, რომ თქვენს საიტზე ვიზიტები არა ორგანულად, არამედ თანხის გადახდის შედეგად ხორციელდება. საძიებო სისტემაში დაფინანსებული ძებნის შედეგები პირველი ჩანს ხოლმე ეკრანზე. Pay Per Click რეკლამას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მათ შორის:

    • თანხის მხოლოდ რეკლამაზე დაწკაპუნების (ანუ დაკლიკების) შემთხვევაში გადახდა;
    • ბიუჯეტის ზუსტი დაგეგმარება და კონტროლი;
    • სამიზნე აუდიტორიაზე გათვლილი რეკლამა;
    • ინვესტიციების ანაზღაურებადობის მაღალი კოეფიციენტი;
    • სასურველი შედეგის შედარებით მოკლე დროში მიღწევა და ა.შ.

    დაინტერესდით ჩვენი მომსახურებით? დაგვირეკეთ ნომერზე 577 14 17 48 ან დაგვიკავშირდით

    რჩეული ნამუშევრები