ვებ-დეველოპმენტი

ვებ-დეველოპმენტი გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალოდ ინფორმაცია განთავსებული ვებ-გვერდზე. ის მოიცავს ცალკეულ ეტაპებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ინტერაქტიულ და მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტს.

როგორ ვმუშაობთ? პირველ ეტაპზე ვიწყებთ კლიენტის მოთხოვნების ანალიზით და ვსწავლობთ არსებულ სიტუაციას, მათ შორის კომპანიის გამოწვევებს, შესაძლებლობებს, მიზნებს, ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და ა.შ. აღნიშნული ეტაპი არის საფუძველი თითოეული შემდეგი ეტაპისა.

მეორე ეტაპი მოიცავს ვებ-არქიტექტურის დაგეგმვას და დიზაინის შეფუთვას. პირველ რიგში, როგორც წესი ვიწყებთ საიტის რუკის გაწერით. შემდგომ ვქმნით ვებ-გვერდის ვიზუალის სტრუქტურას, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ უნდა მოხდეს სექციების განაწილება სხვადასხვა ტიპის გვერდებზე. ვებ-არქიტექტურის დასრულების შემდეგ, ვიწყებთ დიზაინზე მუშაობას და ვქმნით ვიზუალებს სხვადასხვა ტიპის გვერდისთვის.

ვებ-დიზაინის შეთანხმების შემდეგ ვიწყებთ მის პროგრამულად დამუშავებას. შემდეგ, ვახორციელებთ მრავალჯერად ტექნიკურ ტესტირებას და შედეგად ვღებულობთ დასრულებულ ვებ-გვერდს.

დასრულებულ ვებ-გვერდთან ერთად კლიენტს გადავცემთ ვებ-გვერდის შიდა მართვის პანელს (CMS) და სახელმძღვანელოს, რაც კლიენტისთვის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თუ მედია მასალების განახლების, ჩანაცვლების და წაშლის შესაძლებლობებს იძლევა.

შინდი გთავაზობთ ვებ-დეველოპმენტის შემდეგ მომსახურებებს:

  • საიტის რუკის განვითარება და ინფორმაციული შინაარსის დაგეგმვა
  • მომხმარებელზე მორგებული ვებ-დიზაინის შექმნა
  • მობილურ ხელსაწყოებზე მორგებული დიზაინის შექმნა
  • ვებ-გვერდის შიდა მართვის პანელი (CMS)
  • ვებ-გვერდის დამზადება მობილური ხელსაწყოებისთვის

მზად ხართ შექმნათ ახალი ინტერაქტიული დიზაინი? ჩვენ შევძლებთ თქვენს დახმარებას! დაგვირეკეთ ახლავე ნომერზე 577 14 17 48 ან დაგვიკავშირდით და ერთად დავიწყოთ მუშაობა ახალ ვებ-პროექტებზე!