ბლოგი

40 რჩევა, რომელიც ყველა პატარა კომპანიის ვებ-გვერდმა უნდა გაითვალისწინოს

როცა, დგება მომენტი შევქმნათ ახალი ვებ-გვერდი ჩვენი კომპანიისთვის, მაშინ რთულდება გადაწყვეტილების მიღებაც, რადგან არ ვიცით თუ როგორი უნდა იყოს ის. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩამოგვეთვალა 40 აუცილებელი ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ პროექტის წარმატებით განხორციელებაში!

გაეცანით ჩვენს მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკს და წაიკითხე სტატია სრულად, იმისათვის რომ გახდეთ უფრო კომპეტენტური ამ საკითხში და შეიძინოთ პრაქტიკული, პროფესიონალური ცოდნა.

40 რჩევა, რომელიც ყველა პატარა კომპანიის ვებ-გვერდმა უნდა გაითვალისწინოს

ვებ-გვერდის დიზაინზე მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია კარგად შევარჩიოთ ვებ-მისამართი, იგივე დომენი (1). მისამართი სასურველია იყოს მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელი.

ვებ-გვერდი უნდა იყოფოდეს სამ ნაწილად: საიტის თავი, სხეული და ძირი.

საიტის თავში წარმოდგენილი უნდა იყოს კომპანიის ლოგო და საქმიანობის სფეროს განმარტება ან სლოგანი (2). ამავე, სექციაში უნდა განთავსდეს კომპანიის ტელეფონის ნომერი (3) Call-to-Action ღილაკთან ერთად, რომელიც მომხმარებელს პირდაპირ დარეკვის შესაძლებლობას მისცემს. ვებ-გვერდის მენიუ (4) და შიდა გვერდების ლოკაციაც (5) ამავე ნაწილში თავსდება.

საიტის სხეული ინდივიდუალურად ცვალებადია შიდა გვერდების მიხედვით, ამიტომ კარგად არის დასაგეგმი ის ელემენტები, რომლებიც მთავარ გვერდზე უნდა განთავსდეს. კარგია თუ სექციის დასაწყისში გაითვალისწინებთ სლაიდერს (6), რომელიც საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვანი ინფორამცია მთავარ პოზიციაზე უჩვენოთ თქვენს მომხმარებელს.

როგორც, ახალი მომხმარებლისთვის, ასევე საძიებო სისტემისთვის კარგი იქნება თუ აქვე მოკლედ განათავსებთ მთავარ ინფორამციას კომპანიის შესახებ (7). საჭიროების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ტექსტში შიდა ბმულების (8) მითითება.

როგორ არჩევთ ახალი ბიზნესის მომსახურებას და პროდუქტს რამდენად კარგია? ალბათ, შეძენამდე ეკითხებით მეგობრებს და ახლობლებს მათი გამოცდილების გაზიარებისთვის. ამიტომ, აუცილებელია თქვენ ვებ-გვერდზე თვალსაჩინოდ იყოს განთავსებული თქვენი კლიენტების შეფასებები (9), სასურველია ვიდეო ინტერვიუების ფორმატში.

საიტის სხეულის შემდეგი ნაწილი განთავსებულია ეკრანის ქვედა ნაწილში. თუ შევძელით მომხმარების დაინტერესება ეკრანის ზედა ნაწილში, მაშინ ის აუცილებლად ჩამოწევს ეკრანს ჩვენი კომპანიის სერვისების / პროდუქტების (10) შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

შემდეგ სექციაში კარგი იქნება თუ განათავსებთ სექციას სტატიების/სიახლეების (11) შესახებ, რითაც შეიძლება გამოიწვიოთ მომხმარებლის მეტი ჩართულობა და ინტერესი თქვენი ცალკეული სერვისების და პროდუქტების შესახებ.

საიტის ძირი უნდა მოიცავდეს საკონტაქტო ინფორამციას (12), სამუშაო საათებს (13), სოციალური ქსელების ღილაკებს (14), გამოწერების ველს (15) და ძირი მენიუს (16).

შიდა გვერდზე საკონტაქტო ფორმის (17) გამოყენებით კომფორტულ გარემოს შეუქმნით მომხმარებლებს, რომ სწრაფად და მარტივად მოგწეროთ წერილი ელ-ფოსტაზე. ასეთი ფორმა თქვენც გაგიმარტივებთ საქმეს წერილების დალაგებაში, ამასთანავე ხშირად გამეორებადი კითხვები შემდგომში დაგეხმარებათ შექმნათ ძლიერი FAQ გვერდი.

არ შეგეშინდეთ თქვენი კომპანიის შესახებ გრძელი აღწერის განთავსების ჩვენ შესახებ (18) გვერდზე, რადგან მომხმარებელი რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მოინახულოს ეს გვერდი, მზად არის მიიღოს თქვენი კომპანიის შესახებ სრული ინფორმაცია, ამიტომ აღწერეთ თქვენი ყველა მიღწევა, ჯილდო, მიზანი თუ სამომავლო გეგმა დეტალურად.

განალაგეთ შიდა გვერდებზე ტექსტები მარცხენა მხარეს (19) და შეეცადეთ წარმოქმნათ F ასოს ფორმის სტრუქტურა. ამით თქვენს მკითხველებს გაუმარტივებთ პარაგრაფების სწრაფად წაკითხვას. ასევე, შეეცადე გამოიყენოთ სათაურები და ჩამონათვალის ფორმატი, იმისათვის რომ მიიქციოთ მკითხველის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.

ბლოგი (20-23) ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ისაუბროთ თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ, მოუყვეთ თქვენ მომხმარებლებს წარმატებული პროექტების და მიღწვების შესახებ, ასევე დაეხმაროთ მათ თქვენი გაკვეთილებით კონკრეტული დავალებების შესრულებაში, რაც მომხმარებლთა ჩართულობის და ნდობის გაზრდაში დაგეხმარებათ.

კარგი იქნება თუ ვიზრუნებთ ტექსტების სრულყოფაზეც, რადგან ხშირად გვხდება ვებ-გვერდები მორფოლოგიური, სტილისტური თუ სხვა ტიპის გრამატიკული შეცდომებით, რაც შედეგად საძიებო სისტემაში პრობლემებს წარმოქმნის. აქვე არის ასევე გასათვალისწინებელი ფონტები (24-25), რომლებიც სასურველია იყოს მარტივად კითხვადი. სათაურებისთვის რეკომენდებულია მთავრული ფონტის გამოყენება.

ვებ-დიზაინის აწყობისას, არ დაგავიწყდეთ მისი მორგება მობილურ მოწყობილობებზეც (26-27), რადგან სმარტფონების და მობილური ხელსაწყოების მომხმარებელთა რაოდენობა დღესდღეობით გაცილებით მაღალია ვიდრე დესკტოპების.

საძიებო სისტემის გაძლიერებისთვის კარგი იქნება თუ იზრუნებთ ავტომატურად განახლებადი საიტის რუკის (28) შექმნაზე.

საძიებო სისტემები, ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კითხვადი URL მისამართების (29) არსებობას ვებ-გვერდზე.

კარგი, სანდო და სწრაფი ჰოსტინგი (30) ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს საძიებო სისტემაში თქვენი ვებ-გვერდის პოზიციონირებაზე და ვიზიტორთა ქცევაზე, რომლებიც მოიხმარებენ თქვენს ვებ-გვერდს.

ვებ-გვერდები შედგებიან ფაილებისგან, ისევე როგორც კომპიუტერული პროგრამები. ყოველთვის არის საშიშროება ვებ-გვერდის ფაილების დავირუსების და მომხმარებლთა პირადი ინფორამციის მოპარვისა. ამიტომ, აუცილებელია თითოეულმა კომპანიამ იზრუნის ვებ-გვერდის უსაფრთოებაზე (31).

უსაფრთოების მიზნით, კარგი იქნება თუ იზრუნებთ ვებ-გვერდის ფაილების სერვერზე ავტომატურად ატვირთვაზე (32). არავინ არის დაზღვეული სისტემური შეცდომებისგან, რომელმაც შეიძლება თქვენი ვებ-გვერდის ფაილების სრული წაშლა გამოიწვიოს.

ტექნიკური მოთხოვნები:

  • მარტივად ადმინისტრირებისთვის საკუთარი CMS პანელი
  • ყველა ბრაუზერზე მორგებული
  • ინტეგრირებული GOOGLE ANALYTICS და GOOGLE WEBMASTER TOOLS
  • სუფთა და ოპტიმიზირებული კოდირება
  • გვერდების სწრაფად ჩასატვირთად გამოიყენეთ ბრაუზერის ქეში (CACHE)
  • საძიები სისტემაში პრეზენტაბელურობისთვის გამოიყენეთ SCHEMA.ORG კოდირება

რას უნდა მოერიდოთ:

  • ფლეშ ფაილების განთავსებას (FLASH)
  • ვიდეობის ატვირთვას პირდაპირ სერვერზე

იმედია ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი მომავალი ვებ-გვერდი დაგეგმოთ სწორად და ხარისხიანად.

ჩვენს მიერ დამზადებულ ვებ-საიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ნამუშევრების გვერდზე. ვებ-გვერდის დამზადების სურვილის შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი გაგესაუბრებათ დეტალურად.

ბლოგი
ბრენდინგის Case Study: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
ბრენდინგის Case Study: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
19 სექტემბერი 2024
სრულად ნახვა
როგორ აუმჯობესებს REEL-ები სარეკლამო შედეგებს: ჩვენი დამკვეთების წარმატებული ქეისები
როგორ აუმჯობესებს REEL-ები სარეკლამო შედეგებს: ჩვენი დამკვეთების წარმატებული ქეისები
28 აგვისტო 2024
სრულად ნახვა
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წარმატებული ვებგვერდის შესაქმნელად
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წარმატებული ვებგვერდის შესაქმნელად
18 ივლისი 2024
სრულად ნახვა