არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევით, რადგან ამ ბლოგში გაზიარებული გამოცდილება აუცილებლად დაგჭირდებათ სწორად დაგეგმოთ ვებ-გვერდის დამზადება. მომსახურების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმირება კი დაგეხმარებათ სწორი კითხვები დაუსვათ სააგენტოს, რომელიც იმუშავებს თქვენს მომავალ ვებგვერდზე.
ვებგვერდის შექმნა კომპლექსური პროცესია, რომელიც დიზაინის შექმნას, ტექნიკურ დამუშავებას, ვებგვერდის გაშვება-ტესტირებას და სხვა უამრავ დეტალს მოიცავს. ამ ბლოგში კი განვიხილავთ ვებგვერდის დამზადების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას.
სტატიის შინაარსი მოიცავს:
ინფორმაციის შეგროვება და კონსულტაცია: ვებგვერდის დამზადების პირველი საფეხური, როგორც წესი სიღრმისეული ინტერვიუა, რომლის დროსაც ხდება ბიზნესის მიზნების, სამიზნე აუდიტორიის, ბრენდის იდენტობის შესწავლა და ვებგვერდისთვის საჭირო ფუნქციონალის განსაზღვრა.
დავალების დაწერა და პროცესის დაგეგმვა: შემდეგი ნაბიჯი ბიზნესის მოთხოვნების სიღრმისეული გაანალიზება და ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრაა, რის შემდგომაც დეტალურად იწერება ვებგვერდის შინაარსობრივი და ტექნიკური დავალება და გეგმა.
დიზაინის დახატვა: ვიზუალური დიზაინის შექმნა, რომელიც მოიცავს ფერების და ფონტების განსაზღვრას, ბრენდის ელემენტების ინტეგრირებას, კონტენტის განლაგებას, ნავიგაციის დამუშავებას და ანიმაციური ელემენტების/ეფექტების დაგეგმვას.
User Experience და User Interface დიზაინი: აქცენტი ინტუიციურ და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისის შექმნაზე, რისი დახმარებითაც უმჯობესდება მომხმარებლის მთლიანი გამოცდილება და მარტივდება ნავიგაცია ვებგვერდზე. შედეგად კი მომხმარებლის ჩართულობა და კონვერტაცია უფრო მარტივად ხდება.
შინაარსის შექმნა და SEO ოპტიმიზაცია: ეს საფეხური მოიცავს ვებგვერდისთვის ხარისხიანი და საინტერესო შინაარსის შექმნას, რაც ტექსტთან ერთად მოიცავს ფოტოების, ვიდეოების და სხვა საჭირო კონტენტის შეგროვებას. ასევე, უმნიშვნელოვანესია ტექსტების გაჯერება სამიზნე საძიებო ფრაზებით, ხოლო ვიზუალური მასალების ოპტიმიზაცია ზომაში და წონაში, რათა ვებგვერდის გაშვების შემდგომ ხელი შევუწყოთ ორგანულად საძიებო სისტემაში რანკირება მაღალ პოზიციებზე.
დეველოპმენტი და კოდირება: ვებ-გვერდის შექმნა front-end და back-end დეველოპმენტის ტექნოლოგიების, მათ შორის HTML, CSS, JavaScript, PHP OOP, mysql-ის გამოყენებით და ასევე კონტენტის მართვის სისტემების იგივე CMS პანელის ინტეგირირება. ეს საფეხური ასევე მოიცავს მესამე პირის სისტემებისა და ფუნქციონალების ინტეგრირებას.
სხვადასხვა ხელსაწყოზე მორგება: ვებგვერდის ეკრანის სხვადასხვა ზომაზე და ხელსაწყოზე (კომპიუტერზე, ლეპტოპზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე) მორგება, რათა ვებგვერდით სარგებლობა მომხმარებლისთვის ნებისმიერ ხელსაწყოზე მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
ტესტირება და ხარისხის უზრუნველყოფა: ვებგვერდის დეტალურად დატესტვა, რის შედეგადაც ხდება ნებისმიერი ხარვეზის თუ შეცდომის იდენტიფიცირება და გამოსწორება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებას სხვადასხვა მოწყობილობის, ბრაუზერის თუ სისტემის გამოყენებისას.
CMS-ის ტრენინგი და დოკუმენტაციის გადაცემა: დამკვეთისთვის ტრენინგის ჩატარება და დოკუმენტაციის მიწოდება, სადაც გაწერილია ვებგვერდის მართვის და განახლების, შინაარსის მართვის სისტემის (CMS) გამოყენების, ვებ-გვერდის ადმინისტრირების ძირითადი ინსტრუქციები.
საბოლოო გაშვება: ვებგვერდის სერვერთან დაკავშირება და ტექნიკური საკითხების მოგვარება: დომეინი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი. ასევე, სხვა საჭირო პარამეტრების გასწორება, რაც აუცილებელია ვებგვერდის გააქტიურებისთვის.
შემდგომი მხარდაჭერა: ვებგვერდის ჩაბარების შემდგომ დამკვეთის მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურების შეთავაზება, რათა ვებ-გვერდმა მომავალშიც შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება. ეს შეიძლება მოიცავდეს: უსაფრთხოების განახლებებს, პროგრამულ განახლებას, კონტენტის მართვას თუ სხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას.
შეჯამება
პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ, ფუნქციურ და მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებულ ვებგვერდს შეუძლია სათანადოდ წარმოაჩინოს კომპანია, ჩართოს სამიზნე აუდიტორია და ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. მსგავსი გამართული ვებგვერდის შექმნისთვის კი კარგად გააზრებული და დაგეგმილი ქმედებებია საჭირო.
სწორედ, რომ აღნიშნული ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციით ვმართავთ და ვახორციელებთ წარმატებულ ვებ-პროექტებს შინდში, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე. სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია ჩვენი გამოცდილი გუნდისგან, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით დღესვე.