საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
  • პროდუქტი: 2D ანიმაცია
  • სტატუსი: დასრულებული პროექტი
  • http://maritimegeorgia.ge

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (MTA) ორგანიზებით საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF) 2018 წლის სექტემბერში მეორედ ჩატარდა ქალაქ ბათუმში.

    საქართველოს საერთაშორიო საზღვაო ფორუმის (GIMF) მთავარი მიზანია საერთაშორისო გადაზიდვების საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია და ამ სექტორში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა. ფორუმი მიზნად ისახავს თავი მოუყაროს საზღვაო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან. GIMF - ეს არის ინტეგრირებული საზღვაო სატრანსპორტო პოლიტიკისა და ოკეანის მმართველობის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხების ევროპის გარეთ, კერძოდ კი შავ ზღვასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში გატანის შესაძლებლობა.

    ფორუმის საორგანიზაციო გუნდმა შინდს მოგვმართა დაგვემზადებინა ანიმაციური პრეზენტაცია, რომელიც ღონისძიების სტუმრებს გააცნობდა ჩვენი რეგიონის საზღვაო ისტორიასა და შესაძლებლობებს.