Blog

ფიქრობთ ლოგოს დამზადებაზე? გაეცანით ლოგოს დიზაინის ტოპ 8 თანამედროვე ტრენდს (EN)

ფიქრობთ ლოგოს დამზადებაზე? გაეცანით რჩევებს სტატიიდან და უკეთ დაინახეთ საერთო სურათი, სანამ თქვენი ბიზნესის ლოგოტიპზე მუშაობას დაიწყებდეთ.

ლოგოს და ვიზუალური იდენტობის მნიშვნელობა ბიზნესისთვის ძალიან დიდია, ამიტომაც ლოგოს შექმნაზე თუ განახლებაზე ფიქრის დროს ბევრი დეტალია, რაც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ საქმეს შეუდგებით. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ტოპ 8 თანამედროვე ტრენდს ლოგოს დიზაინში.

სტატიის შინაარსი მოიცავს:

  • ტრენდი 1 - მინიმალიზმი
  • ტრენდი 2 - გარდამავალი ფერები
  • ტრენდი 3 - გეომეტრიული ფიგურები
  • ტრენდი 4 - ნეგატიური სივრცე
  • ტრენდი 5 - დინამიკური ლოგო
  • ტრენდი 6 - 3D და იზომეტრიული ლოგო
  • ტრენდი 7 - მსხვილი ტიპოგრაფია
  • ტრენდი 8 - აბსტრაქტულობა და ექსპერიმენტულობა
  • შეჯამება

ტრენდი 1 - მინიმალიზმი

ზოგადად მინიმალიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი ტრენდია. ამ კუთხით არც ლოგოს დიზაინია გამონაკლისი. მინიმალიზმი მოიაზრებს დიზაინში მარტივი და სადა ფორმების გამოყენებას გადატვირთული დეტალების გარეშე. მსგავსი ტიპის ლოგოებს ძირითადად იყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები, თანამედროვე ბრენდები. მინიმალისტური ლოგოს კარგი მაგალითია „სფოთიფაი“, სადაც გამოყენებულია მარტივი და ამავდროულად ადვილად აღსაქმელი მომრგვალებული ხაზობრივი ფორმები.

ტრენდი 2 - გარდამავალი ფერები

გარდამავალი ფერების გამოყენება მოცულობის და სიღრმის ეფექტს ქმნის. მსგავსი ტიპის ლოგოებს მეტწილად ციფრული, კრეატიული სააგენტოები და ტექნოლოგიური ბრენდები იყენებენ. ამის კარგი მაგალითია ინსტაგრამი, რომლის ლოგოში ყვითლიდან იასამნისფრისკენ ფერების გრადაცია გამოყენებული, რაც ლოგოს დინამიკურთან ერთად თანამედროვე იერს სძენს.

ტრენდი 3 - გეომეტრიული ფიგურები

გეომეტრიული ფიგურების ლოგოში გამოყენება წრიული, ოთხკუთხა თუ სხვა ტიპის ფორმების დიზაინში ინტეგრირებას გულისხმობს, რითაც ლოგოს შედარებით რთული და კომპლექსური სტილი იქმნება. ასეთი ტიპის ლოგოებს იყენებენ ხოლმე არქიტექტურული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე თანამედროვე ბრენდები. ამის კარგი მაგალითია „დროფბოქსის“ ლოგო, სადაც გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმნილია ყუთის ეფექტი.

ტრენდი 4 - ნეგატიური სივრცე

ნეგატიური სივრცე გულისხმობს ლოგოში და ლოგოს ირგვლივ არსებული სივრცის გამოყენებას, რაც ლოგოს დამატებით აზრს სძენს ან/და ლოგოში განსხვავებულ გამოსახულებას ქმნის. ამ განსხვავებული გამოსახულების შემჩნევა ლოგოზე ყურადღებით დაკვირვების შედეგად ხდება შესაძლებელი. მსგავსი ტიპის ლოგოებს ძირითადად იყენებენ ბრენდები, რომლებსაც სურვილი აქვთ ჭკვიანები გამოჩნდნენ სამიზნე აუდიტორიის თვალში. ნეგატიური სივრცის ლოგოს მაგალითია „ფედექსი“, სადაც E" და "X-ს" შორის ისრის ფორმაა გამოსახული.

ტრენდი 5 - დინამიკური ლოგო

დინამიკური ეწოდება ლოგოს, რომლის გარკვეული ელემენტები, მაგალითად: ფერი, ფორმები და სხვა საჭიროებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ლოგოს ძირითადი ნაწილი უცვლელი რჩება. მსგავსი ტიპის მოდგომას იყენებენ ძირითადად მედია და ივენთ კომპანიები, ასევე კომპანიები, რომელთა პროდუქტები მრავალმხრივი გამოყენებით გამოირჩევა. დინამიკური ლოგოს მაგალითია გუგლი, რომელიც ცვლის ხოლმე ლოგოს ელემენტებს ღონისძიებების თემატიკიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე.

ტრენდი 6 - 3D და იზომეტრიული ლოგო

მსგავსი ტიპის ლოგოებს სამგანზომილებიანი ვიზუალური ეფექტი აქვთ, სადაც სიღრმე და ჩრდილები ლოგოს რეალისტურ ელფერს სძენს. მსგავს ლოგოებს აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიური, არქიტექტურული, გეიმინგ კომპანიები. მაგალითისთვის მოვიყვანოთ „სლეკის“ ლოგო, რომელიც სამგანზომილებიანი, იზომეტრიული ფიგურებისგან შედგება, რაც ბრენდის თანამედროვე ხასიათს უსვამს ხაზს.

ტრენდი 7 - მსხვილი ტიპოგრაფია

ეს ტრენდი მოიაზრებს ლოგოში მსხვილი, დომინანტი ხასიათის მქონე ასოების გამოყენება, რომელიც ძირითადად კომპანიისთვის ინდივიდუალურად იქმნება. მსგავსი ტიპის ლოგოს აქტიურად იყენებენ მოდის ბრენდები, მედია კომპანიები, სტარტაპები. ამის კარგი მაგალითია ნეთფლიქსის ლოგო, რომელიც თვალშისაცემი წარწერის დახმარებით მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.

ტრენდი 8 - აბსტრაქტულობა და ექსპერიმენტულობა

აბსტრაქტული ტიპის ლოგოში გამოყენებულია უჩვეულო ფორმები, მოულოდნელი და ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ელემენტები, რომელშიც გარკვეული აზრია ჩადებული. მსგავსი ტიპის ლოგოები არღვევენ დადგენილ სტანდარტებს და უნიკალურ ხასიათს ქმნიან. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ნაიკის ლოგო, რომელიც მოძრაობის და სისწრაფის იდეას გადმოსცემს.

ამ სტატიაში ვისაუბრეთ ლოგოს დიზაინის 8 ძირითად ტრენდზე. თქვენი ბიზნესის ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.

Blog
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წარმატებული ვებგვერდის შესაქმნელად (EN)
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წარმატებული ვებგვერდის შესაქმნელად (EN)
18 July 2024
Read more
Facebook რჩევები: 5 ნაბიჯი როგორ გაზარდოთ გაყიდვები თქვენი ბიზნესისთვის (EN)
Facebook რჩევები: 5 ნაბიჯი როგორ გაზარდოთ გაყიდვები თქვენი ბიზნესისთვის (EN)
18 June 2024
Read more
ტოპ 6 სარგებელი რომელსაც ვებგვერდი თქვენს ბიზნესს მოუტანს (EN)
ტოპ 6 სარგებელი რომელსაც ვებგვერდი თქვენს ბიზნესს მოუტანს (EN)
13 May 2024
Read more