შინდში გვჯერა, რომ ახალი ციფრული შესაძლებლობების დანერგვა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს განვითარებას, სწორედ ამიტომ 2015 წელს დავაფუძნეთ ციფრული მარკეტინგული კომპანია ბათუმში. ჩვენს სფეროში ტენდენციებზე დაკვირვებით და რეგიონში არსებული ბიზნეს საჭიროებების შესწავლით ვაწარმოებთ სხვადასხვა მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობას.
ჩვენ უკვე აგვირჩია 200-ზე მეტმა ორგანიზაციამ სხვადასხვა საქმიანობის სფეროდან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიდან, მათ შორის უძრავი ქონება, ტურიზმი, მედიცინა, ვაჭრობა და წარმოება.
მდიდარი აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის მქონე შინდის გუნდი დაგეხმარებათ მიაღწიოთ დასახულ მარკეტინგულ მიზნებსა და შედეგებს.
თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა!