აჭარა ტური
  • სერვისები: ლოგო, ბრენდინგი, კორპორატიული დიზაინი, ფროდაქშენი, ვებ-გვერდი
  • წელი: 2017
  • http://adjaratour.com

    2006 წლიდან, ტურისტული კომპანია აჭარა ტური ოპერირებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, რომელიც კლიენტებს სთავაზობს კარგად ორგანიზებულ ტურებს საქართველოს ფარგლებში და მსოფლიო მასშტაბით.

    აჭარა ტური

    ტურისტული კომპანია აჭარა ტური 2006 წლის თებერვალში შეიქმნა და ბაზარზე მალევე დაიმკვირდა დინამიურად განვითარებადი საიმედო პარტნიორის რეპუტაცია. ტურისტულ პროგრამათა მრავალფეროვნებით, კომფორტზე ორიენტირებული მომსახურებით, თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმითა და კლიენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების წყალობით აჭარა ტური რეგიონის ლიდერად იქცა

    განვითარებასთან ერთად, კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა ძლიერი ბრენდი და მოგვმართა შინდის მარკეტინგულ გუნდს დახმარებისათვის.

    მობილური ვერსია

    ტექნოლოგიებით გაჯერებულ დღევანდელ სამყაროში ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული საშუალებაა. ამიტომაც, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი ფუნქციურად და ვიზუალურად გამართულია.

    აჭარა ტურის ვებ-გვერდის დამზადების პროცესში გათვალისწინებული იყო თანამედროვე ტენდენციები, რის საფუძველზეც კომპანიისთვის შეიქმნა მობილურ ხელსაწყოემბზე მორგებული ვებ-დიზაინი.

    აჭარა ტური