აჭარა ტური
  • სერვისები: ლოგო, ბრენდინგი, გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედია მარკეტინგი, ვებ-გვერდი
  • წელი: 2017
  • http://adjaratour.com

    ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“ 2006 წლიდან კლიენტებს კარგად ორგანიზებულ ტურებს სთავაზობს როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

    აჭარა ტური

    ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“ 2006 წლის თებერვალში შეიქმნა. კომპანიამ მალევე შეძლო ბაზარზე დინამიკურად განვითარებადი საიმედო პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრება. ტურისტულ პროგრამათა მრავალფეროვნებით, კომფორტზე ორიენტირებული მომსახურებით, თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმითა და კლიენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების წყალობით „აჭარა ტური“ რეგიონის ლიდერად იქცა.

    განვითარებასთან ერთად კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა ძლიერი ბრენდი და დახმარებისთვის შინდის მარკეტგულ გუნდს მოგვმართა.

    მობილური ვერსია

    ტექნოლოგიებით გაჯერებულ დღევანდელ სამყაროში ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული საშუალებაა. ამიტომაც, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი ფუნქციურად და ვიზუალურად გამართულია.

    აჭარა ტურის ვებ-გვერდის დამზადების პროცესში გათვალისწინებული იყო თანამედროვე ტენდენციები, რის საფუძველზეც კომპანიისთვის შეიქმნა მობილურ ხელსაწყოემბზე მორგებული ვებ-დიზაინი.

    აჭარა ტური