ბელვიუ რეზიდენს ბათუმი
  • სერვისები: ლოგო, ბრენდინგი, ვებ-გვერდი
  • წელი: 2018
  • http://bellevuebatumi.com

    ბელვიუ რეზიდენს ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაღალი კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ექსკლუზიური წვდომით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონის ინფრასტრუქტურასთან.

    ბელვიუ რეზიდენს ბათუმი

    ბელვიუ რეზიდენს ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაღალი კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, ექსკლუზიური წვდომით  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონის ინფრასტრუქტურასთან. კომპლექსი აშენდა საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტების სრული დაცვით ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობით. პროექტი, თავისი განსაკუთრებული დიზაინითა და არქიტექტურით, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული.

    კომპანიამ მოგვმართა შინდის გუნდს მარკეტინგული მომსახურებების მისაღებად. საჭიროებების მოკვლევის შედეგად შევქმენით მარკეტინგული სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განახლდა ბრენდის ვიზუალი, ვებ-გვერდი და ონლაინ პლატფორმები. საბოლოოდ კი დავგეგმეთ სარეკლამო კამპანია, რომელიც მოიცავდა ტრადიციულ და ციფრულ მედია არხებს.

    მობილური ვერსია

    ტექნოლოგიებით გაჯერებულ დღევანდელ სამყაროში ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული საშუალებაა. ამიტომაც, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი ფუნქციურად და ვიზუალურად გამართულია.

    ბელვიუ რეზიდენს ბათუმის ვებ-გვერდის დამზადების პროცესში გათვალისწინებული იყო თანამედროვე ტენდენციები, რის საფუძველზეც კომპანიისთვის შეიქმნა მობილურ ხელსაწყოემბზე მორგებული ვებ-დიზაინი.

    ბელვიუ რეზიდენს ბათუმი