ბრილიანტ პრომოუშენი წარმოადგენს სარეკლამო კომპანიას ბათუმში, რომელიც ფლობს ექსკლუზიურ უფლებას რეკლამის გავრცელებაზე სატრანსპორტო კომპანიებში, მაღალი კლასის სასტუმროებში, კვების ობიექტებში, სავაჭრო ცენტრებში.

სარეკლამო კომპანია ბრილიანტ პრომოუშენი გამოსცემს: ტურისტულ გზამკვლევებს, რუკებს, საბორტო ჟურნალ "მეტრო ჯორჯია"-ს. ამზადებს ვიდეო რგოლებსა და ღონისძიებების ბროშურებს, რომლებიც ვრცელდება: მაღალი კლასის სასტუმროებში, ბათუმის მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებში, სატრანსპორტო კომპანიებში, სადგურებსა და ტურისტულ სააგენტოებში.
კომპანიამ მოგვმართა თხოვნით შეგვექმნა სტრატეგიული მარკეტინგის დოკუმენტი.
