სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯია" არის საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორი საქართველოში, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
“მეტრო ჯორჯიას” მიზანია სატრანსპორტო მომსახურების განვითარება და თანამედროვე დონის დანერგვა საქართველოში, რეგიონის შიდა და გარე ბაზარზე ახალი მიმართულებების შექმნა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. კომპანია უკვე ასრულებს საქართველოს შიდა რეისებს ბათუმი-თბილისის და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით. კომპანიის პოლიტიკა ითვალისწინებს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
კომპანიამ მოგვმართა ვებ გვერდის დამზადების თხოვნით.
ტექნოლოგიებით გაჯერებულ დღევანდელ სამყაროში ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული საშუალებაა. ამიტომაც, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი ფუნქციურად და ვიზუალურად გამართულია.
მეტრო ჯორჯიას ვებ-გვერდის დამზადების პროცესში გათვალისწინებული იყო თანამედროვე ტენდენციები, რის საფუძველზეც კომპანიისთვის შეიქმნა მობილურ ხელსაწყოემბზე მორგებული ვებ-დიზაინი.