Facebook-მა ახლახანს გამოაქვეყნა რჩევები, თუ როგორ შევქმნათ ეფექტური კალენდარი სოციალური მედია პოსტებისთვის, რომელსაც თან მოყვება მზა კალენდარის ფორმა.
აღნიშნული რეკომენდაციები და პრაქტიკული გამოცდილება დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ სოციალურ მედიაში თქვენი აქტივობები (პოსტები).
კერძოდ საუბარია შემდეგ საკითხებზე:
იმისათვის, რომ თქვენს ბიზნესზე მორგებული სწორი პასუხები გასცეთ აღნიშნულ კითხვებს, საჭიროა გადახედოთ თქვენი Facebook გვერდის სტატისტიკას იგივე Insights, სადაც უამრავი სახის ინფორმაცია გელოდებათ თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ, მათ შორის:
აღნიშნული ინფორმაციის სანახავად უნდა გადახვიდეთ თქვენი ბიზნესის Facebook გვერდზე და დააჭიროთ “Insights”-ს ღილაკს, რომელიც მენიუს ზედა ნაწილშია განთავსებული:

ახალ გვერდზე გაიხსნება სტატიკის მიმოხილვა, რომელიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. აღნიშნული სტატისტიკის დახმარებით შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად რელევანტური აუდიტორია გყავთ მოზიდული თქვენს გვერდზე და რამდენად საინტერესოა მათთვის თქვენს მიერ განთავსებული პოსტები.
აქვე აღმოაჩენთ პასუხს ჩვენს პირველ კითხვაზე: როდის უნდა განათავსოთ პოსტი?
ამისათვის, დააჭირეთ მარცხენა მენიუში ღილაკს “Posts”:

მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის არის თქვენი მომხმარებელი ონლაინ კვირის დღეების და საათების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ დრო ნაჩვენებია ე.წ. “Pacific Time Zone”-ში, რომელიც თბილისის დროს 11 საათით ჩამორჩება ანუ აღნიშნულ სტატისტიკაში ნაჩვენები დილის 9 საათი ჩვენი დროით საღამოს 8 საათია.
აქვე იპოვით პასუხებს დანარჩენ კითხვებზე, თუ რა ტიპის პოსტები უნდა განათავსოთ და რომელ პლატფორმებზე. პოსტების დეტალური სტატისტიკა შესაძლებლობას გაძლევთ გაანალიზოთ, რომელი ტიპის პოსტებს აქვს უფრო მეტი წვდომა და ჩართულობა, იქნება ეს ფოტო, ვიდეო, ბმული თუ სხვა ტიპის ქონთენთი.
დამატებით შეგიძლიათ დააკვირდეთ და გაანალიზოთ, რომელ პალტფორმაზე უფრო აქტიურია თქვენი სამიზნე აუდიტორია - Facebook, Instagram, Story თუ სხვა.
ეხლა კი დროა დეტალურად გადახედოთ და შეავსოთ პოსტების გეგმის კალენდარი, რომელიც Facebook-მა ოფიციალურად გაგვიზიარა:

მაგალითში ნაჩვენებია შემდეგი ველები:
სამოქმედო გეგმის შედგენა სოციალური მედია სტარატეგიის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ აუცილებელია წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული რას, სად და როდის გეგმავთ განათავსოთ თქვენს სოციალურ მედია გვერდებზე.
იმედია აღნიშნული კალენდარი დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი პოსტები და თქვენი სოციალურ მედია კიდევ უფრო მეტი წარმატებით მართოთ!
უფასო კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შინდის გუნდს.
