სოციალური მედიის სამყაროში, მოკლე ვიდეო კონტენტი, განსაკუთრებით კი REEL (რილი) ფორმატის ვიდეობი ეფექტური საშუალებაა აუდიტორის ყურადღების მისაპყრობად და ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
აღნიშნულ ბლოგში გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სააგენტოს 4 სხვადასხვა პროფილის დამკვეთის REEL-ზე მუშაობის გამოცდილება და მიღწეული შედეგები.
1. შოფინგ ცენტრი "ბათუმი მოლი"
მიზანი: ბათუმი მოლისთვის გამოწვევაა ვიზიტორების ნაკადის სტაბილურობა და ციფრულ მედიაში რელევანტურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე მოლის მიზანია გააძლიეროს მოლის აქტიურობა ონლაინ სივრცეში და მოიზიდოს მეტი მომხმარებელი ადგილზე.
ჩვენი სტრატეგია: არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჩვენმა სააგენტომ შექმნა რილების სერია, სადაც კარგადაა წარმოჩენილი მოლის გარემო და შეთავაზებები. განწყობის კიდევ უფრო კარგად გადმოცემაში კი რედაქტირების ტექნიკები, მუსიკა და სხვადასხვა რაკურსის კადრები დაგვეხმარა. რილების მთავარი მიზანი იყო წარმოგვეჩინა მოლი, როგორც აქტივობების ეპიცენტრი და აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი.
შედეგები: აქტიურობის შედეგად 156%-ით გაიზარდა ჩართულობა სოციალურ მედიაში, ასევე 38.5%-ით გაიზარდა წვდომა სამიზნე აუდიტორიაზე, ხოლო გამომწერების რაოდენობამ 11-%-ით მოიმატა.
2. ავეჯის აქსესუარების და მასალების მაღაზია "მაქსიმა"
მიზანი: მაღაზიის მიზანია წარმოაჩინოს და გაზარდოს ცნობიერება მაღაზიაში ხელმისაწვდომი პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, ხარისხზე და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამიზნე აუდიტორიას, რომელიც მოიცავს ინტერიერის დიზაინერებს, ხელოსნებს, სარემონტო კომპანიებს, არქიტექტორებს და სახლის განახლებით-რემონტით დაინტერესებულ კერძო პირებს.
სტრატეგია: მაქსიმასთვის რილების დაგეგმვისას აქცენტი ძირითადად საგანმანათლებლო და ინსპირაციულ კონტენტზე გაკეთდა, რაც მოიცავდა მაღაზიაში არსებულ პროდუქტებზე ინფორმაციული და რჩევებზე დაფუძნებული რილების გადაღებას. ამან ხელი შეუწყო მაღაზიის მიერ შეთავაზებული პროდუქტების და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
შედეგები: რილების კამპანიის შედეგად პროდუქტების შესახებ მიმართვიანობა 413.6%-ით, ხოლო სოც. მედიაში ჩართულობა 779.2-%-ით გაიზარდა. ასევე, 239%-ით გაიზარდა კომპანიის სოც. მედია გვერდების მონახულების რაოდენობა.
3. რესტორანი “ატმოსფერო - ანბანის კოშკი“
მიზანი: მომხმარებლების ნაკადის გაზრდა, ადგილზე არსებული გარემოს და განწყობის წარმოჩენა.
სტრატეგია: ჩვენს მიერ შექმნილი რილები მიზნად ისახავდა რესტორნის მიერ შემოთავაზებული გამოცდილებების, კერძების და სასმელების გაცოცხლებას ვიდეოს მეშვეობით და რესტორანში რეზერვაციების წახალისებას. ამისთვის გამოყენებული იქნა გადაღების და მონტაჟის სხვადასხვა ტექნიკა, ხოლო თემატურად შერჩეულმა მუსიკამ კიდევ უფრო გააძლიერა რილების ეფექტი.
შედეგები: რილების შედეგად სოც. მედია წვდომა 50%-ით გაიზარდა. რესტორნის ინსტაგრამის ფოლოვერები 186%-ით მოიმატა, ხოლო რილებზე მოწონებებმა, გაზიარებებმა და ჩართულობამ 12.8%-იანი ზრდა მოიტანა.
4. უძრავი ქონება “ბელვიუ რეზიდენსი”
მიზანი: კომპანიის სურვილი იყო კონკურენტებისგან გამორჩება და მსყიდველუნარიანი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა სხვადასხვა შეთავაზების, კომპლექსის უპირატესობებისა და ცხოვრების სტილის წარმოჩენით. რილების გამოყენება კი სარეკლამო კამპანიებში კვალიფიციური ლიდების შეგროვებას ისახავდა მიზნად.
სტრატეგია: ჩვენს მიერ მომზადებულ რილებში აქცენტი გაკეთდა საცხოვრებელი სახლის მახასიათებლების წარმოჩენაზე, ხედებზე, ინტერიერზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე, რაც მომავალ მაცხოვრებლებს უფრო მარტივად უქმნის წარმოდგენას, თუ როგორი ცხოვრების გამოცდილება ელოდებათ მათ ბინის შეძენის შემთხვევაში.
შედეგები: REEL-ების რეკლამის შედეგად 25%-ით შემცირდა ლიდის ღირებულება (CPR), ხოლო 15%-ით შემცირდა 1000 ჩვენების ღირებულება (CPM). ასევე, რილებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ვებ-გვერდზე ვიზიტები და ხელი შეუწყო ლიდების ხარისხის გაუმჯობესებას.
შეჯამება
რილების დამზადების პროცესში ვითვალისწინებთ თითოეული ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თავისებურებებს, რითაც ვეხმარებით ბრენდებს უფრო ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ თავიანთ აუდიტორიასთან და მიაღწიონ კომერციულ მიზნებს.
თუ ჯერ კიდევ მხოლოდ გრაფიკულ კონტენტს იყენებთ სოც მედიაში, გირჩევთ დღესვე გადახვიდეთ REEL-ვიდეო ფორმატის კონტენტსა და რეკლამებზე, რომელიც გაცილებით იაფი და მაღალ-შედეგიანი მიზნების მისაღწევად.
უფასო კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ წარმატებული ციფრული კამპანიები.