ბლოგი

SEO ადგილობრივი ბიზნესისთვის: რჩევები ახალი მომხმარებლების მოსაზიდად

არ აქვს მნიშვნელობა რამდენს შეადგენს თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტი წელს. ამ ტაქტიკის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასშტაბისა თუ სფეროს ბიზნესისთვის.

0 ლარით! დიახ, სრულიად უფასოდ, თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ თქვენი ბიზნესის ხილვადობა ონლაინ, რაც დაგეხმარებათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში და გაყიდვების ზრდაში.

SEO ადგილობრივი ბიზნესისთვის: რჩევები ახალი მომხმარებლების მოსაზიდად

გაგაცნობთ მოკლე ჩამონათვალს:

  • Google for Business
  • Yandex for Business
  • TripAdvisor გვერდი
  • Facebook გვერდი
  • სხვა სოც. ქსელები
  • ონლაინ კატალოგები
  • ინფორმაციის სიზუსტე

გაეცანით დეტალურად სტატიას და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ დაგეხმარათ ჩვენი რჩევები.



Google for Business

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარეგისტრირებული Google For Business-ზე მაშინ დროა დაიწყოთ დღესვე! აღნიშნული პლატფორმა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესი თვალსაჩინო გახადოთ Google ძიებაში სრულიად უფასოდ. რეგისტრაციის შედეგად მომხმარებელი მარტივად შეძლებს თქვენს პოვნას, როგორც Google რუკაზე, ასევე Google ძიების საიტზეც.

რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ მიუთითოთ ბიზნესის სახელწოდება, საქმიანობის სფერო, ვიზუალური მასალები (ფოტო/ვიდეო) და ინფორმაცია თქვენი სერვისების შესახებ.

რეგისტრაციის შემდეგ დამატებით საშუალება გეძლევათ განათავსოთ თქვენს მიერ შექმნილი პოსტები, ატვირთოთ პროდუქტები თქვენს მაღაზიაში, შექმნათ ერთგვერდიანი საიტი და უპასუხოთ მომხმარებლებების შეფასებებს. და ეს ყველაფერი რა თქმა 0 ლარის სანაცვლოდ!

გვერდის ადმინისტრირებაზე 100%-იანი უფლების მისაღებად აუცილებელია მოახდინოთ თქვენი ბიზნესის ვერიფიკაცია.

ასე რომ ნუ დაკარგავთ ახალ მომხმარებლებს და კუთვნილ შემოსავალს - ეს ხომ Google-ის საჩუქარია! გადადით ბმულზე და დაიწყეთ რეგისტრაცია ახლავე: https://www.google.com/business



Yandex for Business

მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია გაიარეთ Google for Business-ზე, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯი გადადგათ რუსულენოვან საძიებო სისტემაზე, რადგან ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი სწორედ ამ სივრცეში იყრის თავს.

რეგისტრაციის პრინციპი და მოთხოვნები Google-ის მსგავსია. ამიტომ, აღნიშნულ პლატფორმაზე თქვენი ბიზნესის განთავსებას მარტივად შეძლებთ.

ორივე პლატფორმაზე მუშაობისას განსაკუთრებით საყურადღებოა შეფასებების ქულა. დაუთმეთ მაქსიმალური დრო შეფასებების შეგროვებას და სთხოვეთ თქვენს კმაყოფილ მომხმარებლებს/სტუმრებს გაგიზიაროთ შეფასება. რაც უფრო მაღალი გაქვთ შეფასების ქულა და რაც უფრო ხშირად განახლებადია ის, მით უფრო მეტია შანსი, რომ მომხარებელმა თქვენი და თქვენი მსგავსი ბიზნესის (თუნდაც კონკურენტების) ძიების დროს თქვენი გვერდი იხილოს მოწინავე პოციზიებზე.

ბიზნესის რეგისტრაციის დასაწყებად ჯერ გაიარეთ პირადი მომხმარებლის რეგისტრაცია Yandex საიტზე და შემდეგ მიჰყევით მითითებს ამ ბმულზე: https://yandex.com/sprav/add



TripAdvisor გვერდი

თუ თქვენი ბიზნესი დიდწილად ტურისტებზეა დამოკიდებული და თქვენთვის პრიორიტეტულია მათთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება, მაშინ TripAdvisor სწორედ თქვენთვისაა. ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი/სტუმარი გადაწყვეტილების მიღებამდე პირველ რიგში TripAdvisor-ს სტუმრობს მინი მოკვლევის ჩასატარებლად და ინფორმაციის მოსაძიებლად.

აღნიშნული საიტი მოგზაურებს საშუალებას აძლევს ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი შეფასებები იმ გამოცდილებების შესახებ, რაც კონკრეტული ქალაქის სტუმრობისას მიიღეს, იქნება ეს კვება რესტორანში, განთავსება სასტუმროში, გართობა თუ სხვა.

გამოყავით 5 წუთი და გადახედეთ რა შეფასება აქვს თქვენს ბიზნესს TripAdvisor-ზე. რასაც მომხმარებლები წერენ, ეს თქვენი ბიზნესის რეალური სახეა. ისწავლეთ და განვითარდით უფრო სწრაფად TripAdvisor-ის დახმარებით, რადგან გულღია მომხმარებლები ბევრ საინტერესო უკუკავშირს გაგიზიარებენ.

ბიზნესის რეგისტრაცია შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგ ბმულზე: https://www.tripadvisor.com/GetListedNew



Facebook გვერდი

Gauqmebulia gauqmebulia – სანამ ბიზნესის სახელის გადარქმევა დაგჭირდათ, მიყევით ჩვენს საინტერესო რჩევებს და გამოიყენეთ ისინი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად:

  • ქართველ მომხმარებელთა 90% Facebook-ს იყენებს და სასურველი პროდუქტის თუ მომსახურების შეძენასაც აქვე ახორციელებს.
  • მომხმარებელთა უმეტესობა Google ძიების ნაცვლად Facebook-ზე ეძებს სასურველ ბიზნესს თუ მომსახურებას.
  • ინტერნეტში აქტიურობის 90% მობილური ტელეფონით ხორციელდება, ხოლო მომხმარებელთა უმრავლესობისთვის Facebook-ზე სტუმრობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
  • მცირე ბიზნესებს აღარს სჭირდებათ ძვირადღირებული ვებ-გვერდის დამზადება, რადგან Facebook მაქსიმალურ მოქნილობას სთავაზობს მათ.

ყოველივე ზემოაღნიშული სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს იმის აუცილებლობას, რომ თქვენი ბიზნესი არა მხოლოდ რეგისტრირებული იყოს Facebook-ზე, არამედ მაქსიმალურად აქტიურობდეს მომხმარებლების ჩართულობისა და დაინტერესების მიზნით. სწრაფი რჩევები:

  • დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესი: https://www.facebook.com/pages/create
  • შექმენით პოსტების გეგმა და გაწერეთ კალენდარში: https://shindi.ge/ge/66
  • გადაიღეთ მიმზიდველი ფოტოები: https://shindi.ge/ge/69
  • იფიქრეთ განსხვავებულად, მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად: https://shindi.ge/ge/70
  • გამოიყენეთ ონლაინ ხელსაწყოები დიზაინების ასაწყობად: www.canva.com

გვიანი არასდროს არ არის! დროა უკვე დაიწყოთ აქტიურობა Facebook-ზე, რადგან კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება!

შინდის შეთავაზება: შეიძინეთ 1-1-ზე ტრენინგის მომსახურება ჩვენი ექსპერტისგან და მიიღეთ საჩუქრად საქმიანობის აუდიტი და ოპტიმიზაციის გეგმა.

1-1-ზე ტრენინგით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე contact@shindi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 14 17 48



სხვა სოც. ქსელები

თუ თქვენ უკვე გაიარეთ რეგისტრაცია Facebook გვერდზე, მაშინ დროა გაამრავალფეროვნოთ თქვენი საკომუნიკაციო არხები და აითვისოთ სხვა პოპულარული სოციალური მედია პლატფორმებიც, მათ შორის: Instagram, LinkedIn, TikTok, YouTube, Pinterest. ამის გაკეთება აუცილებელია, თუნდაც ერთჯერადი აქტიურობის მიზნით. თუ სხვადასხვა სოც. მედია გვერდის აქტიურად სამართავად საკმარისი დრო და რესურსი არ გაქვთ, უბრალოდ გაიარეთ რეგისტრაცია, იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი ძიებადი იყოს. აუცილებლად განათავსეთ შემაჯამებელი პოსტი, სადაც მომხმარებლებს მოუწოდებთ დაგირეკოთ დამატებითი დეტალებისთვის, გესტუმროთ ადგილზე მაღაზიაში ან გადაამისამართეთ თქვენს სხვა სოც. მედია გვერდზე, სადაც ყველაზე აქტიურად ხართ წარმოდგენილი.



ონლაინ კატალოგები

მოიძიეთ ადგილობრივი კატალოგის ტიპის საიტები, სადაც თქვენი ბიზნესის განთავსებას შეძლებთ უფასოდ, რადგან Google საძიებო სისტემა უპირატესობას ანიჭებს ჯერ საიტებს და შემდეგ სოციალურ მედია არხებს.

ასეთი საიტები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ტურისტული ბიზნესისთვის: www.batumiguide.ge
  • ნებისმიერი ბიზნესისთვის: www.bia.ge
  • ნებისმიერი ბიზნესისთვის: www.yell.ge



ინფორმაციის სიზუსტე

ყოველთვის ჩაინიშნეთ ყველა საიტი და რეგისტრაციისას გამოყენებული სახელი/პაროლები, რადგან ბიზნესის შესახებ ინფორმაციის განახლების შემთხვევაში დაგჭირდებათ ყველა საიტზე ხელახლა შესვლა და მათი განახლება. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ თუ არ გინდათ, რომ ამდენი შრომა ქარს გაატანოთ და სამიზნე აუდიტორია ხელიდან გაუშვათ.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბიზნესის სახელი, ტელეფონი და მისამართი ყველა არსებულ საიტებზე უნდა იყოს იდენტური და ზუსტი, რადგან განსხვავებული საკონტაქტო ინფორმაციის მითითებამ შეიძლება საძიებო სისტემებში (მაგალითად Google-ში) თქვენს რეიტინგზე ნეგატიურად იმოქმედოს.

-

დაიწყეთ დღესვე და გამოიყენეთ თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობები + ჩვენი ტაქტიკური რჩევები თქვენივე ბიზნესის ონლაინ პრეზენტაბელურობის გასაძლიერებლად. დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი ექსპერტები გაგესაუბრებათ.

ბლოგი
ბრენდინგის Case Study: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
ბრენდინგის Case Study: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
19 სექტემბერი 2024
სრულად ნახვა
როგორ აუმჯობესებს REEL-ები სარეკლამო შედეგებს: ჩვენი დამკვეთების წარმატებული ქეისები
როგორ აუმჯობესებს REEL-ები სარეკლამო შედეგებს: ჩვენი დამკვეთების წარმატებული ქეისები
28 აგვისტო 2024
სრულად ნახვა
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წარმატებული ვებგვერდის შესაქმნელად
ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წარმატებული ვებგვერდის შესაქმნელად
18 ივლისი 2024
სრულად ნახვა