ბლოგი

რა ტენდენციებს ველოდოთ 2024 წელს სოციალურ მედია მარკეტინგში?

აღნიშნული სტატიის შინაარსი მომზადებულია ხელოვნური ინტელექტის, სხვადასხვა ონლაინ ჟურნალის და ჩვენი გუნდის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რათა ეს რჩევები პრაქტიკული, მარტივად გასაგები და თქვენს რეალობაზე მორგებული იყოს. გაეცანით სტატიას სრულად და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები Facebook-ზე.

რა ტენდენციებს  ველოდოთ 2024 წელს სოციალურ მედია მარკეტინგში?

ბოლო რამდენიმე წელია ციფრული პლატფორმები მუდმივად ვითარდებიან და ბევრ სიახლეს გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა თქვენთვის 2024 წლის მოსალოდნელი ტენდენციები სოციალურ მედია მარკეტინგში, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის დროს.

სტატიის შინაარსი მოიცავს:

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) პერსონალიზაცია
  • ვირტუალური (VR) და გაფართოებული რეალობა (AR)
  • კონტენტი შეზღუდული დროით
  • ელ-კომერცია სოციალურ მედიაში
  • მიკრო-ინფლუენსერებთან პარტნიორობა
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • ინტერაქტიური და UGC კონტენტი
  • კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
  • შეჯამება

ხელოვნური ინტელექტის პერსონალიზაცია: ხელოვნური ინტელექტი (AI) ბრენდებს დაეხმარება უკეთესი პერსონალიზებული გამოცდილება შეუქმნან მომხმარებლებს სოციალურ მედიაში. როგორ? მომხმარებლის ქცევებსა და ინტერესებზე დაყრდნობით AI ავტომატურად შექმნის კონტენტს, რეკლამას ან რეკომენდაციებს, რომელიც რელევანტური იქნება იმ მომენტისთვის და გაზრდის მომხმარებლის ჩართულობას და კონვერსიებს.

ვირტუალური და გაფართოებული რეალობა: VR და AR ტექნოლოგიების გამოყენება გაიზრდება სოციალურ მედიაში და ბრენდები მომხმარებლებს შეუქმნიან ვირტუალურ გამოცდილების, სადაც ხელშესახები გახდება მათი პროდუქტი თუ მომსახურება. ისეთი ტექნიკები, როგორებიცაა AR ფილტრები და VR სიმულაციები სთორითელინგის ინოვაციურ მეთოდებად იქცევა.

კონტენტი შეზღუდული დროით: ისეთი ფორმატის კონტენტი, როგორიცაა Story, რომელიც მხოლოდ 24 საათით არის ხელმისაწვდომი, უფრო პოპულარული გახდება ახალგაზრდა თაობაში. ხოლო, ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა: Instagram და TikTok, კიდევ უფრო პრიორიტეტულს გახდიან გაქრობად (disappearing) პოსტებს. ამიტომ, ბრენდებს მოუწევთ კიდევ უფრო მეტი რესურსის ჩადება მოკლე და სწრაფად განახლებად კონტენტში.

ელ-კომერცია სოციალურ მედიაში: მართალია საქართველოზე ბევრი შეზღუდვა ვრცელდება სხვადასხვა სოც. მედია პლატფორმებზე, თუმცა ფაქტია რომ ონლაინ გაყიდვების ყველაზე მნიშვნელოვანი არხებია Facebook, Instagram და TikTok. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ ელ-კომერციის ფუნქციების ჩაშენება და ამ პროცესის გაძლიერება აღნიშნულ პლატფორმებზე მოსალოდნელია წელს, თუმცა ზუსტად რა შესაძლებლობები მოგვეცემა საქართველოში ამ კუთხით ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

მიკრო-ინფლუენსერებთან პარტნიორობა: ბრენდები უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებენ მიკრო-ინფლუენსერებზე ვინც უფრო ნიშური თემატიკით მუშაობენ, ჰყავთ შედარებით მცირე აუდიტორია, მაგრამ მომხმარებელთა ჩართულობის კუთხით უფრო ეფექტურ შედეგს დებენ.

სოციალური პასუხისმგებლობა: მზარდია იმ მომხმარებელთა სეგმენტი, ვისთვისაც სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები სენსიტიური და მნიშვნელოვანია. ეს ტენდენცია დააფიქრებს ბრენდებს უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ და ამით მოიზიდონ მომხმარებელთა ეს კონკრეტული სეგმენტი, გაზარდონ ლოიალურობა ბრენდის მიმართ და გაამყარონ ღირებულებები.

ინტერაქტიური და UGC კონტენტი: ინტერაქტიური კონტენტის ფორმატები, როგორებიცაა გამოკითხვები, ქვიზები, გათამაშებები და ა.შ. კვლავ იქნება პოპულარული, რაც დაეხმარება ბრენდებს მომხმარებლებთან კომუნიკაციაში და ჩართულობის გაზრდაში. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი (UGC) ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრენდებისთვის, იმისათვის რომ მარტივად გაზარდონ ნდობა პროდუქტის მიმართ და ხელი შეუწყონ გაყიდვების სტიმულირებას.

კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა: სოციალური მედია პლატფორმები უფრო გაამკაცრებენ პოლიტიკას მონაცემთა კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების საკითხებზე, რის გამოც ბრენდებს მოუწევთ პრიორიტეტულად იზრუნონ მომხმარებლის მონაცემთა გამჭვირვალობასა და დაცვის მექანიზმებზე, იმისათვის რომ ერთის მხრივ მოერგონ რეგულაციებს და მეორეს მხრივ შეინარჩუნონ მომხმარებელთა ნდობა.

შეჯამება

სამუშაო პროცესზე დაკვირვებისას სავარაუდოდ აღმოაჩენთ, რომ ეს ტენდენციები 2024 წელში თქვენს ყოველდღიურობაშიც გახდება აქტუალური. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება გამოიჩინოთ სისხარტე და მოქნილობა და სწრაფად მოერგოთ მომხმარებლის შეცვლილ ქცევას, ტექნოლოგიურ სიახლეებს თუ სფეროს განვითარების უახლეს ტენდენციებს.

ინფორმირებულობა, ტაქტიკების ცვლა და ახალი ტექნოლოგიების გატესტვა, საშუალებას მოგცემთ არ ჩამორჩეთ ლოკალურ თუ საერთაშორისო ტენდენციებს და უფრო მარტივად მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა სხვა მოთამაშეების მიმართ.

გაქვთ კითხვები სოციალურ მედია მარკეტინგთან დაკავშირებით? მზად ვართ გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია - დაგვიკავშირდით.

ბლოგი
7 რჩევა, როგორ ჩავრთოთ AI სოციალურ მედიაში
7 რჩევა, როგორ ჩავრთოთ AI სოციალურ მედიაში
28 ოქტომბერი 2024
სრულად ნახვა
ბრენდინგის CASE STUDY: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
ბრენდინგის CASE STUDY: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
19 სექტემბერი 2024
სრულად ნახვა
როგორ აუმჯობესებს REEL-ები სარეკლამო შედეგებს: ჩვენი დამკვეთების წარმატებული ქეისები
როგორ აუმჯობესებს REEL-ები სარეკლამო შედეგებს: ჩვენი დამკვეთების წარმატებული ქეისები
28 აგვისტო 2024
სრულად ნახვა