ბლოგი

როგორ აღიქვამენ მარკეტერები და მომხმარებლები სოციალურ მედიაში ჩართულობას - ახალი კვლევა

Sprout Social-მა“ ახლახან გამოაქვეყნა სოციალური ინდექსის რეპორტი, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ მარკეტერსა და მომხმარებელს შორის ჩატარებულ კვლევას. კვლევა მიზნად ისახავს დავინახოთ, თუ როგორ აღიქვამს ეს ორი ჯგუფი სოციალურ მედიაში ჩართულობას.

როგორ აღიქვამენ მარკეტერები და მომხმარებლები სოციალურ მედიაში ჩართულობას - ახალი კვლევა

გთავაზობთ ძირითადი პუნქტების ამონარიდს რეპორტიდან.

პირველი კითხვა, რომელიც „Sprout Social-მა“ მარკეტერებს დაუსვა სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების მიზნებს შეეხებოდა. როგორც ვხედავთ, პასუხებში პირველი ადგილი ბრენდის ცნობადობის ზრდამ დაიკავა.

ბრენდები სოციალური მედიის როლს ყველაზე კარგად საკუთარი აუდიტორიის შექმნასა და პრომოუშენის შესაძლებლობების გაძლიერებაში ხედავენ. წარსულში საქმე სხვაგვარად იყო და სოციალური მედია პლატფორმები ძირითადად გაყიდვების პრობლემის სწრაფი მოგვარების მექანიზმად განიხილებოდა. სოციალურ მედია მარკეტინგს ნამდვილად შეუძლია დადებითად იმოქმედოს გაყიდვებზე (და ეს ასეც უნდა იყოს), მაგრამ საინტერესოა უფრო რეალისტური ტრენდის განვითარება, რაც ბრენდინგის შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს (გაყიდვების) მიზნის მისაღწევად და არა პირიქით, როდესაც სოციალური მედია პირდაპირი კონვერსიებისაკენ მიმავალ გზად მიიჩნევა.

საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ მარკეტერების გამოკითხვის შედეგად პუნქტმა „ჩართულობის გაზრდის“ შესახებ მეოთხე ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც მომხმარებლების შეხედულებით ეს პუნქტი უმთავრესია სოციალურ მედიაში ბრენდის ეფექტურად წარმოჩენისათვის.

როგორც ხედავთ, ამ კითხვაში მარკეტერებმა ჩართულობა მნიშვნელოვან პუნქტად დაასახელეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლებისთვის ჩართულობა ბრენდის სოციალურ მედია არხზე უმთავრესია და მას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიდრე ქონთენთის ხარისხს, გამჭირვალობას და მომსახურებასაც კი.

გამოწვევებს რაც შეეხება, მარკეტერებისთვის ისევ რთულია მოახდინონ აუდიტორიის იდენტიფიკაცია და მიწვდნენ მას.

მარკეტერები დღეს აუდიტორიის შესახებ უპრეცედენტო დეტალურ ინფორმაციას და დახვეწილ ანალიტიკურ მექანიზმებს ფლობენ, მაგრამ როგორც ჩანს ბევრს ჯერ კიდევ უჭირს ძირითადი აუდიტორიის ქცევის იდენტიფიცირება- თუმცა სავარაუდოდ პასუხების უმრავლესობა ფოკუსირებული იყო ტოპ პასუხის მეორე ნაწილზე, რომელშიც სწორ აუდიტორიაზე „გასვლის“ სირთულე იგულისხმება, რაც თავის მხრივ ალგორთიმის მიერ დაწესებულ ლიმიტაციებს და გამოყენების ტრენდებში ცვლილებებს უკავშირდება.

ბრენდის ცნობადობის ზრდაში ჩადებული ინვესტიციების უკუგების გაზომვა ასევე უფრო რთულია, ვიდრე პირდაპირი ფინანსური სარგებელის მომტანი ინვესტიციების უკუგების შეფასება.

„Sprout-მა“ ასევე გაანალიზა თუ რომელ პლატფორმებს იყენებენ ძირითადად მარკეტერები და მომხმარებლები.

როგორც აღმოჩნდა, YouTube, Messenger და Pinterest გარკვეული დოზით უგულველყოფილია ბრენდების მიერ, ხოლო Instagram, Twitter და LinkedIn-ის მნიშვნელობა გადაჭარბებულადაა შეფასებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეჭვგარეშეა მარკეტერების დიდ ნაწილი საკმაო დროს ატარებს ლინკდინზე ერთის მხრივ პროფესიული განვითარების და მეორეს მხრივ თავიანთი ბრენდის წარმოჩენის მიზნით. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შესაძლოა ბოლომდე არ მიესადაგებოდეს მარკეტინგულ აქტივობებს, თუმცა საკომუნიკაციო აქტივობების დროს გასათვალისწინებელ გარკვეულ ინფორმაციას ნამდვილად იძლევა.

ასევე აღსაღნიშნავია, თუ როგორ პოულობენ მომხმარებლები ბრენდებს.

„ფიდზე რეკომენდაციების სახით გამოჩენა“ დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიური ხართ არჩეულ პლატფორმაზე, რამდენად აქტიურად საუბრობთ თემებზე და როგორია თქვენი ჩართულობა. სწორედ ამ ინდიკატორებს იყენებს პლატფორმის ალგორთმი იმის გადასაწყვეტად, აჩვენოს თუ არა თქვენი ქონთენთი დაინტერესებულ მომხმარებელს.

ბრენდის აღმოჩენაში ახლობლის რეკომენდაცია (Word of mouth) ისევ რჩება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. ინფლუენსერებს, რაშიც მოაიზრება, როგორც ხალხი, ისე ბრენდები, ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ინფორმაციის გავრცელებაში.

კიდევ ერთი საინტერესო დიაგრამაა:

როგორც ჩანს მომხარებლებს ნაკლებად აინტერებთ თქვენი ხუმრობები მიმდინარე აქტუალურ თემებზე. ისინი უფრო მეტად დაინტერესებულები არიან ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით.


უფასო კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შინდის გუნდს.


სტატიის ავტორი: სოფო გოთუა

ბლოგი
2025 წლის გრაფიკული დიზაინის ტოპ 7 ტრენდი
2025 წლის გრაფიკული დიზაინის ტოპ 7 ტრენდი
31 იანვარი 2025
სრულად ნახვა
7 რჩევა, როგორ ჩავრთოთ AI სოციალურ მედიაში
7 რჩევა, როგორ ჩავრთოთ AI სოციალურ მედიაში
28 ოქტომბერი 2024
სრულად ნახვა
ბრენდინგის CASE STUDY: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
ბრენდინგის CASE STUDY: ჩვენი სააგენტოს 4 ნამუშევარი და შედეგები
19 სექტემბერი 2024
სრულად ნახვა