ბოლო პერიოდში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან გადავწყვიტეთ ჩვენი სამუშაო ოფისი ციფრულ სივრცეში გადაგვეტანა. ამ ბლოგში, კი გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი რჩვები, თუ როგორ შეიძლება გაიმარტივოთ სამუშაო პროცესი ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით, დისტანციური მუშაობის დროს და თანაც სრულიად უფასოდ.
Google Hangouts და Google Meet
„გუგლი“ გთავაზობთ ვიდეო კონფერენციის ორგანიზებას, სადაც შეგიძლიათ შეკრიბოთ კოლეგები და იმსჯელოთ მიმდინარე კვირის გეგმებზე და სამუშაო საკითხებზე. ასევე, გაესაუბროთ თქვენს პარტნიორებს და ჩაუტაროთ პრეზენტაცია ონლაინ, თქვენი დესკტოპის გაზიარების ფუნქციით. პროცესი ძალიან მარტივია. უბრალოდ შექმენით ვიდეო კონფერენციის ბმული და გაუზიარეთ კოლეგებს. დამატებით, შეგიძლიათ Google Calendar-ში ჩაინიშნოთ დაგეგმილი ვიდეო კონფერენციები თუ ზარები, რაც თქვენი სამუშაო კალენდარის უფრო ეფექტიან ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
ორგანიზაციების შეუფერხებლად, დისტანციურად მუშაობისთვის Microsoft-ი სრულიად უფასოდ 6 თვით გვთავაზობთ Microsoft Teams და Office 365 E1 ლიცენზიას, რაც მოიცავს: Microsoft Teams-ის კოლაბორაციულ სერვისს; Exchange Online-ის იმეილ სერვისს; ოფისის ონლაინ აპლიკაციებს -Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneNote, და Publisher; One Drive-ის 1TB ღრუბლოვან საცავს. უფასო ლიცენზიის გამოსაყენებლად კი უნდა შეავსოთ შემდეგი ფორმა.
ფეისბუქი გთავაზობთ, როგორც ჯგუფებს, (groups) კოლეგების თავშეყრისა და საჭირო საკითხების დისტანციურად განხილვებისთვის, ასევე პროფესიონალურ დონეზე სამუშაო სივრცის (workplace) შექმნას, რომელიც უფრო გუნდურ მუშაობაზეა მორგებული და ხელს უწყობს სამუშაოს ეფექტიანობის ზრდას.
პროექტის და დავალებების დისტანციური მართვა უფრო პრაქტიკული და მარტივია „Asana-ს“ გამოყენებით, სადაც თქვენს კოლეგებს უნაწილებთ შესაბამის დავალებებს და სამუშაოს, ჩაბარების ეტაპების მიხედვით კი განიხილავთ თუ რამდენად დროულად სრულდება ისინი.
სასურველი ფაილების მიწოდება მეხსიერების ბარათით უკვე აღარ არის საჭირო. საიტის დახმარებით შეგიძლიათ 2 გბ-მდე ზომის ფაილები გადაუგზავნოთ თქვენს კოლეგებსა თუ დამკვეთებს. გაგზავნილი ფაილები საიტზე 7 დღის განმავლობაში ინახება.
ერთმანეთთან ფაილების მიმოცვლის გასამარტივებლად და საერთო პროექტებზე ერთ სივრცეში სამუშაოდ, თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ „Dropbox-ი“ - აღნიშნული აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას შექმნათ საქაღალდეები, რომელსაც დაახარისხებთ პროექტების ან თემების მიხედვით და შესაბამისი კომპეტენციის პირებს გაუზიარებთ ონლაინ. ამ პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაილებთან წვდომა გაქვთ ნებისმიერ კომპიუტერთან მოხვედრის შემთხვევაშიც კი. უბრალოდ გადიხართ ავტორიზაციას ვებგვერდზე და თქვენი ყველა ფაილი ხელმისაწვდომია ონლაინ. „Dropbox-ის“ ჩამოტვირთვა ასევე შეგიძლიათ მობილურ ხელსაწყოზეც.
„გუგლ დრაივი“ 15 გბ-მდე ფაილების შენახვის საშუალებას გაძლევთ, განუსაზღვრელი დროით და მასაც გააჩნია „Dropbox-ის“ მსგავსი ფუნქციები. მათ ვისაც გამოკითხვების, გამოცდების ან ტესტების ჩატარება სურს დისტანციურად, შეუძლიათ ისარგებლონ Google Foms მომსახურებით. საერთო დოკუმენტებზე, ექსელის ფაილებზე თუ პრეზენტაციებზე მუშაობის პროცესს კი Google Docs, Sheets და Slides გაგიმარტივებთ. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი საინტერესო ფუნქციით - დოკუმეტნის კონვერტაცია PDF ან სხვა სასურველ ფორმატში.
თუ თქვენი ოფისის კომპიუტერში ბევრი საჭირო ფაილი გაქვთ, რომლის ჩამოტვირთვა და სახლში წამოღება არ შეგიძლიათ, მაშინ კომპიუტერის დისტაცნიურად მართვის პროგრამა - Teamviewer თქვენთვის არის შექმნილი. თქვენ დაგჭრიდებათ მხოლოდ ოფისის და სახლის კომპიუტერებზე აღნიშნული პროგრამის ინსტალაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი ორივე კომპიუტერი შეგიძლიათ დააკავშიროთ ერთმანეთს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში სახლიდან იმუშავოთ ოფისის კომპიუტერში.
მივესალმებით თითოეული კომპანიისა და ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე გადავიდა დისტაციური მუშაობის ტაქტიკაზე და მოვუწოდებთ სხვებსაც, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
ჩვენი გუნდის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!
