გაეცანით პრაქტიკულ რჩევებს ჩვენს სტატიაში და უკეთესად მოემზადეთ თქვენი ბიზნესის ბრენდინგისთვის.
ლოგოს და ვიზუალური იდენტობის მნიშვნელობა ბიზნესისთვის ძალიან დიდია, ამიტომაც ლოგოს შექმნაზე თუ განახლებაზე ფიქრის დროს ბევრი დეტალია, რაც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ საქმეს შეუდგებით. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ტოპ 8 თანამედროვე ტრენდს ლოგოს დიზაინში.
სტატიის შინაარსი მოიცავს:
ტრენდი 1 - მინიმალიზმი
ზოგადად მინიმალიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი ტრენდია. ამ კუთხით არც ლოგოს დიზაინია გამონაკლისი. მინიმალიზმი მოიაზრებს დიზაინში მარტივი და სადა ფორმების გამოყენებას გადატვირთული დეტალების გარეშე. მსგავსი ტიპის ლოგოებს ძირითადად იყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები, თანამედროვე ბრენდები. მინიმალისტური ლოგოს კარგი მაგალითია Spotify, სადაც გამოყენებულია მარტივი და ამავდროულად ადვილად აღსაქმელი მომრგვალებული ხაზობრივი ფორმები.
ტრენდი 2 - გარდამავალი ფერები
გარდამავალი ფერების გამოყენება მოცულობის და სიღრმის ეფექტს ქმნის. მსგავსი ტიპის ლოგოებს მეტწილად ციფრული, კრეატიული სააგენტოები და ტექნოლოგიური ბრენდები იყენებენ. ამის კარგი მაგალითია Instagram, რომლის ლოგოში ყვითლიდან იასამნისფრისკენ ფერების გრადაცია გამოყენებული, რაც ლოგოს დინამიკურთან ერთად თანამედროვე იერს სძენს.
ტრენდი 3 - გეომეტრიული ფიგურები
გეომეტრიული ფიგურების ლოგოში გამოყენება წრიული, ოთხკუთხა თუ სხვა ტიპის ფორმების დიზაინში ინტეგრირებას გულისხმობს, რითაც ლოგოს შედარებით რთული და კომპლექსური სტილი იქმნება. ასეთი ტიპის ლოგოებს იყენებენ ხოლმე არქიტექტურული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე თანამედროვე ბრენდები. ამის კარგი მაგალითია Dropbox ლოგო, სადაც გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმნილია ყუთის ეფექტი.
ტრენდი 4 - ნეგატიური სივრცე
ნეგატიური სივრცე გულისხმობს ლოგოში და ლოგოს ირგვლივ არსებული სივრცის გამოყენებას, რაც ლოგოს დამატებით აზრს სძენს ან/და ლოგოში განსხვავებულ გამოსახულებას ქმნის. ამ განსხვავებული გამოსახულების შემჩნევა ლოგოზე ყურადღებით დაკვირვების შედეგად ხდება შესაძლებელი. მსგავსი ტიპის ლოგოებს ძირითადად იყენებენ ბრენდები, რომლებსაც სურვილი აქვთ ჭკვიანები გამოჩნდნენ სამიზნე აუდიტორიის თვალში. ნეგატიური სივრცის ლოგოს მაგალითია FedEx, სადაც E" და "X-ს" შორის ისრის ფორმაა გამოსახული.
ტრენდი 5 - დინამიკური ლოგო
დინამიკური ეწოდება ლოგოს, რომლის გარკვეული ელემენტები, მაგალითად: ფერი, ფორმები და სხვა საჭიროებისამებრ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ლოგოს ძირითადი ნაწილი უცვლელი რჩება. მსგავსი ტიპის მოდგომას იყენებენ ძირითადად მედია და ივენთ კომპანიები, ასევე კომპანიები, რომელთა პროდუქტები მრავალმხრივი გამოყენებით გამოირჩევა. დინამიკური ლოგოს მაგალითია გუგლი, რომელიც ცვლის ხოლმე ლოგოს ელემენტებს ღონისძიებების თემატიკიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე.
ტრენდი 6 - 3D და იზომეტრიული ლოგო
მსგავსი ტიპის ლოგოებს სამგანზომილებიანი ვიზუალური ეფექტი აქვთ, სადაც სიღრმე და ჩრდილები ლოგოს რეალისტურ ელფერს სძენს. მსგავს ლოგოებს აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიური, არქიტექტურული, გეიმინგ კომპანიები. მაგალითისთვის მოვიყვანოთ slack ლოგო, რომელიც სამგანზომილებიანი, იზომეტრიული ფიგურებისგან შედგება, რაც ბრენდის თანამედროვე ხასიათს უსვამს ხაზს.
ტრენდი 7 - მსხვილი ტიპოგრაფია
ეს ტრენდი მოიაზრებს ლოგოში მსხვილი, დომინანტი ხასიათის მქონე ასოების გამოყენება, რომელიც ძირითადად კომპანიისთვის ინდივიდუალურად იქმნება. მსგავსი ტიპის ლოგოს აქტიურად იყენებენ მოდის ბრენდები, მედია კომპანიები, სტარტაპები. ამის კარგი მაგალითია Netflix, რომელიც თვალშისაცემი წარწერის დახმარებით მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.
ტრენდი 8 - აბსტრაქტულობა და ექსპერიმენტულობა
აბსტრაქტული ტიპის ლოგოში გამოყენებულია უჩვეულო ფორმები, მოულოდნელი და ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ელემენტები, რომელშიც გარკვეული აზრია ჩადებული. მსგავსი ტიპის ლოგოები არღვევენ დადგენილ სტანდარტებს და უნიკალურ ხასიათს ქმნიან. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Nike, რომელიც მოძრაობის და სისწრაფის იდეას გადმოსცემს.
სანამ ლოგოზე მუშაობას დაიწყებდით, იხელმძღვანელეთ შემდეგი რჩევებით, რომელიც მოგამზადებთ სწორი დავალების დაწერისთვის:
1. გაიაზრეთ თქვენი ბრენდი: დარწმუნდით, რომ ლოგო შეესაბამება თქვენი ბრენდის ღირებულებებსა და გზავნილებს.
2. იფიქრეთ მოქნილობაზე: აუცილებელია, რომ ლოგო აღქმადი იყოს სხვადასხვა ზომებში და გადაწყობადი სხვადასხვა ფორმატებში
3. მდგრადი: მიუხედავად სწრაფი ცვლილებებისა, ლოგომ უნდა შეძლოს გაუძლოს დროს და მომავალშიც შეინარჩუნოს თანამედროვეობა
4. სიმარტივე: რთული ტენდენციების მიუხედავად, შექმენით დიზინი რომელიც იქნება მარტივად გასაგები
აღნიშნული რჩევებისა და იდეების გათვალისწინებით, უკვე მზად ხართ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი და დაამზადოთ ლოგო თქვენი ბიზნესისთვის. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.