ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზება
ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზება

აქციეთ თქვენი შემდეგი საქმიანი ღონისძიება (Business Event) წარმატებულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხიანი ღონისძიების ორგანიზებაზე დაწყებული კონცეფციის შემუშავებიდან დასრულებული სინქრონული თარგმნის მომსახურებით.

კონცეფციის შექმნა: ჩვენ მუშაობას თავიდანვე ვიწყებთ ღონისძიების შინაარსობრივ, კონცეპტუალურ ნაწილზე, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ბრენდის ხედვაზე.

ბრენდინგი: კონცეპტზე დაყრდნობით ბრენდის ინტეგრაციას ვახდენთ ღონისძიების თითოეულ დეტალთან, რათა თქვენი ბრენდის იდენტობა და გამოცდილება სრულად მოერგოს სტუმრის ყველა შეხების წერტილს.

ღონისძიების დიზაინი: ჩვენ ვქმნით დინამიურ, ვიზუალურად დახვეწილ და თანამედროვე სივრცეებს, საგამოფენო კუთხეებსა და სცენებს. ამავდროულად ვითვალისწინებთ ნაკადების ორგანიზებული მოძრაობის პროცესს და სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს.

სარეკლამო მასალები: სასაჩუქრე ჩანთებიდან დაწყებული, პრეს ბანერებითა და სხვადასხვა საპრომოციო მასალებით დასრულებული, ვქმნით საიმიჯო და სარეკლამო დიზაინებს, რაც თქვენს ღონისძიებას შესძენს მეტ დახვეწილობასა და ეფექტურობას.

აუდიო მხარდაჭერა: ღონისძიების აღჭურვილობა უახლესი ხმის სისტემებით, მიკროფონებითა და ყურსასმენებით - ყველაფერი რაც საჭიროა გამართული აუდიო მომსახურებისთვის.

სინქრონული თარგმანი: ჩვენი პროფესიონალი თარჯიმნები და უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ რეალურ დროში სიქრონულ თარგმანს ენის მრავალფეროვანი მხარდაჭერით. ციფრული ხელსაწყოების ჩართულობით კი დამატებით შეგვიძლია თქვენი ღონისძიება გავხადოთ თანამედროვე და ხელმისაწვდომი.

პიარი და სარეკლამო მომსახურება: ღონისძიებაზე სტუმრებისა და პარტნიორების მოსაზიდად სხვადასხვა ციფრული, ტრადიციული თუ პიარ კამპანიების განხორციელება და მონიტორინგი.

საქმიანი ღონისძიების ორგნაიზებისთვის დაგვიკავშირდით.